ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადვოკატების ჯგუფი, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ადვოკატების ჯგუფი, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ოლიგარქის პროკურატურა 16 იანვრის პროცესის გადადებას 12 მარტისთვის ითხოვს.

ადვოკატების ჯგუფის განმარტებით, “მიზანი არის უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა”.

“1. პროკურატურა ითხოვს 16 იანვრის პროცესის გადადებას 12 მარტისთვის. მიზანი არის უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა.

2. შუამდგომლობის დასაბუთება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას! ისეთივე დაუსაბუთებელია როგორიც იყო ბრალის დადგენილება და პატიმრობის გამოყენების მოთხოვნა. საგამოძიებო ორგანო დღემდე ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებს. ვერ უთითებს, რადგან არ არსებობს ბუნებაში რაიმე დანაშაულებრივი ფაქტი.

3. საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და ეს გადაწყვეტილებაც უკანონოა. დაპატიმრებული პირები ერთმანეთს არ იცნობენ, მაშინ როცა ბრალად წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

4. გამოძიებამ 11 პირის სისხლის სამართლის საქმე ხელოვნურად გააერთიანა. ამით პროკურატურა ქმნის ხელოვნურ სურათს რომ საქმე მოცულობითია (დიდია) და სურს მუდმივად ამ არგუმენტით მოითხოვოს პროცესის გადადება.

5. ანდრო ჭიჭინაძის დაკავებიდან 1 თვეზე მეტია გასული (გამოძიების დაწყებიდან კი უფრო მეტი), გამოძიების ორგანო კი ამბობს რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო საკმარისი არ არის.

დაცვის მხარის პოზიციას შუამდგომლობის შესახებ ხვალ წარვადგენთ”, – წერია ადვოკატთა ჯგუფის განცხადებაში, რომელსაც თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

იტვირთბა....