ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მინისტრები იცვლებიან: ვინ რომელ მინისტრს შეცვლის

 

ვრცელდება ინფორმაცია მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოსტებს რესპუბლიკელი მინისტრები, თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, ტოვებენ, მათთან ერთად შესაძლოა თანამდებობა თამარ სანიკიძემაც დატოვოს. სახელდება მათი შემცვლელების ვინაობაც. არსებული ინფორმაციით თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესაიშვილი, გიგლა აგულაშვილს კი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნინო სულხანიშვილი ჩაანაცვლებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ნაცვლად კი მის პოსტს ქეთევან ციხელაშვილი დაიკავებს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე კი თამარ სანიკიძის ნაცვლად, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება.

 

იტვირთბა....