ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ ნიკო ლეკიშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, თბილისის ყოფილი მერისა და პარლამენტის ყოფილი წევრის, ნიკო ლეკიშვილის, გარდაცვალებას გამოეხმაურა.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბატონი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ნიკო გამორჩეული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით ემსახურა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

იტვირთბა....