წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა ოჯახებმა საპროტეტო აქცია გამართეს. ისინი თბილისში, იუსტიციის სახლთან, შეიკრიბნენ და ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს. აღნიშნულ ოჯახებს უკვე რამდენიმე თვეა ბუნებრივი აირი დავალიანების გამო შეწყვეტილი აქვთ.
დევნილები ითხოვენ, რომ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, ასევე დიმიტრი ხუნდაძემ და ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა წინასაარჩევნო დაპირებებზე აიღონ. აქციაზე მისული დევნილები აცხადებდნენ, რომ თავის დროზე მათ დაპირდნენ კომუნალური გადასახადების გაუქმებას, მაგრამ ეს დაპირება არ სრულდება.