“ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო, ესეც ვერ გათვალეთ!” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აქციის მონაწილეები “დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!”
“ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც “ვაიმარის სამკუთხედის” განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა, ვერც გერმანიის სანქციები, ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!” – წერს სალომე ზურაბიშვილი “ფეისბუქში”.