“ეს სახე განასახიერებს გამბედაობას პოლიტიკაში,” – წერს ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივან, კლემან ბონი და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფოტოს აქვეყნებს.
“საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იბრძვის თავისი ხალხისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული ღირებულებებისთვის, მანიპულაციისა და ძალადობის პირობებში. ჩვენი მოვალეობაა მხარი დავუჭიროთ მას და ყველა ჩვენგანისთვის მაგალითი გავხადოთ,” – წერს კლემან ბონი.