ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ყარაბაღის თავდაცვის მინისტრმა განაცხდა, რომ მხარეებს შორის ცეცხლი შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა.

ცოტა ხნით ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეტაკებების დროს დაჭრილი სამხედროები მოინახულა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის ყარაბაღის საკითხზე მშვიდობიანი მოლაპარაკებები გააგრძელოს.

შეგახსენებთ, შეიარაღებული დაპირისპირება ყარაბაღის რეგიონში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამ დროისთვის გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფომაცია არ არსებობს.

იტვირთბა....