ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე, აქაც არაფერი საინტერესო არ არის, მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“მანამდეც, სალომე ზურაბიშვილი იყო უმცირესობის პრეზიდენტი, უფრო კონკრეტულად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის” პრეზიდენტი. დღეს ის გახდა მოქალაქე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.
რაც შეეხება ინაუგურაციაზე მიწვევას, ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ის ინაუგურაციაზე. აქაც არაფერი საინტერესო არ არის. მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასი ათასობით ადამიანი. ამერიკელი კუბილიუსის განცხადებებს არავითარი დატვირთვა არ აქვს” – განაცხადა მან.