ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვიღაცებს, როგორც ჩანს, ძალიან უნდათ, რომ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ 2-3” – მდინარაძე

ვიღაცებს, როგორც ჩანს, ძალიან უნდათ, რომ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ 2-3 – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ღამის გათენებაზე, მთლად კარგი ასოციაციები არ გვიჩნდება, ხომ? – ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვიტყვით, არ გამოვრიცხავ, რომ მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, რომ ისიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელო. ესეც, რა თქმა უნდა, შეიძლება რიტორიკული კონტექსტი იყოს, მაგრამ ვიღაცებს, როგორც ჩანს, ძალიან უნდათ, რომ ციხეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი კი არ იჯდეს, არამედ 2-3. რაღაც ასეთი კონტექსტი მოყვა ამ თემას. კითხულობენ, ამ თემას თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი უკანონოდ დაიკავებს პრეზიდენტის რეზიდენციას. რა უნდა მოხდეს? – მოხდება ის, რაც იმ ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, რომელიც უფლებამოსილი არ არის, იმყოფებოდეს გარკვეულ ადგილას – რაც იმ ადამიანის შემთხვევაში მოხდება, ის მოხდება ექსპრეზიდენტის შემთხვევაში, – მარტივია. კითხვიდანაც კი პროვოკაცია ჩანს. რა თქმა უნდა, პროვოკაცია იქნება თუ სალომე ზურაბიშვილი ისე დაექვემდებარება დავალება, რომ საკუთარ პასუხისმგებლობაზე მაღლა დავალების შესრულების ინტერესს დააყენებს. ალბათობა ყველაფრისაა თუმცა არა მგონია” – განაცხადა მდინარაძემ.

იტვირთბა....