თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა – მოქალაქეები ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ.
„ერთობის ჯაჭვში“ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ.