“ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მივესალმები, საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ” – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი (რესპუბლიკური პარტია) „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხს ეხმაურება.
“მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ უკვე დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას. მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ საქართველოს ავტოკრატიისკენ ჩათრევისთვის და იმ ტრანსატლანტიკური მომავლისგან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და რომელსაც იმსახურებს“ – წერს მაიკლ მაკკოლი.