ახალი ამბები

“დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს… უარი განაცხადა მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის”- ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ არჩევნების საფუძველზე დაფინანსება შვიდმა პარტიამ მოიპოვა. თანხის მიღებაზე უარი მხოლოდ “კოალიცია ცვლილებებმა” განაცხადა

“საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან,  26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“,  „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“,  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“.
დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთიანებებს დღეს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....