ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან სწრაფად გათავისუფლდებიან; სხვა გზა ამ რეჟიმს არ ექნება”- პრეზიდენტი

“ისინი ძალიან სწრაფად გათავისუფლდებიან იმიტომ, რომ სხვა გზა ამ რეჟიმს არ ექნება”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან ევროპული მომავლის მცველი მოქალაქეების უფასო სამართლებრივი დახმარებისთვის გაერთიანებული დამოუკიდებელი ადვოკატებისა და იურისტების ჯგუფი წარადგინა.

“ჩვენ გვინდა, რომ ის ადამიანები ვინც დღეს ციხეში არიან, ვისაც ხვალ დაემუქრებიან, იყვნენ დაცულნი, კიდევ უფრო გვინდა, ისინი გამოვიდნენ ციხიდან რაც შეიძლება სწრაფად და მე ამაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ძალიან სწრაფად გათავისუფლდებიან იმიტომ, რომ სხვა გზა ამ რეჟიმს არ ექნება ძალიან მალე, მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა თქვენი საქმეა და ამისთვის დიდი მადლობ  ყველას”- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

იტვირთბა....