ისრაელი პირველად ადასტურებს, რომ “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია განახორციელა. განცხადება ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გააკეთა – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„როგორც ჩვენ გავაკეთეთ ჰანიესთან, იაჰია სინვართან და ჰასან ნასრალასთან თეირანში, ღაზასა და ლიბანში, ასე მოვიქცევით ჰოდეიდასა და სანააში“, – განაცხადა ისრაელ კაცმა სიტყვით გამოსვლისას და პირობა დადო, რომ ისრაელის სამიზნე იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ხელმძღვანელები იქნებიან და ძლიერად დაარტყამენ მათ.
“ჰამასის” ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, ივლისში მოკლეს.