“ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პატიმრები ახალ წლამდე გათავისუფლდებიანო” – TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რაც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ. პრემიერმინისტრი შეგვპირდა, რომ უმოკლეს ვადებში აუცილებლად გადაიგმება ნაბიჯები, რომ ეს ყველაფერი მორჩეს – რაც ბიზნესს ძალიან ვნებს. ახალ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა […]
ახლა მე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ. პირდაპირ გეუბნებით, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არაა. მე ვიცი, როგორ ვმართო აეროპორტი, მე პოლიტიკას არ ვაკეთებ, ხალხო, პოლიტიკოსი არ ვარ […] ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პატიმრები ახალ წლამდე გათავისუფლდებიანო”. – თქვა ზაქარაძემ.