ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპროტესტო აქციები გრძელდება – სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ლოკაციაზე დღესაც შეიკრიბნენ

დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ლოკაციაზე დღესაც შეიკრიბნენ.

ორბორბლიანი ტრანსპორტის მძღოლებმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობა დაიწყეს. მათი მოთხოვნა უცვლელია, გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

ასევე, თბილისში ფრანკოფონების მარში მიმდინარეობს. ისინი საფრანგეთის საელჩოსთან, 14:00 საათზე შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისისკენ მიდიან, შემდეგ კი ფრანგულ ინსტიტუტთან მივლენ. მარშის მონაწილეების საბოლოო ლოკაცია საქართველოს პარლამენტი იქნება.

იტვირთბა....