ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2 000 კომპანია ახალ არჩევნებსა და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

2 000 კომპანია ახალ არჩევნებსა და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს – თავისუფალი ბიზნესების განცხადებაზე ხელმომწერთა რაოდენობა საათობრივად იზრდება.

განცხადებაში ბიზნესები ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

“არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას” – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....