ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ველით EU-ის კანდიდატი ქვეყნისგან” – შვედეთის საგარეო ეუთო-ოდირის დასკვნაზე

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნას ეხმიანება და წერს, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის შესაფერისი სტანდარტი არ არის.

“OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ უკვე გამოქვეყნებულია, რომელიც ადასტურებს მის წინასწარ დასკვნებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ველით EU-ის კანდიდატი ქვეყნისგან,” – წერია განცხადებაში. 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს და წერს, რომ არჩევნები შემაშფოთებელ ფონზე მიმდინარეობდა.

იტვირთბა....