ახალი ამბები მთავარი

რა წერია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში საქართველოს შესახებ

ევროპულმა საბჭომ 19 დეკემბერს შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა დასკვნითი დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შესახებ ნათქვამია:

„ვროპული საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. ისინი ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ის მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.

ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები უნდა დაისაჯონ.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის თავის დღევანდელ კურსს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

იტვირთბა....