საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, 20 დეკემბერს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების მოწვევით, იტალიის სენატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მთავარსარდალი ევროპელი პოლიტიკოსების წინაშე 13:00 საათზე წარდგება.