დღეს, 20 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი.
აქციები გაიმართება:
08:00 – გლდანის სამეზობლოს მარში – გლდანის პარკი (ომარ ხიზანიშვილის ქუჩა);
08:00 – დიდი დიღმის სამეზობლოს მარში – ანბანის სკვერი;
12:00 – სტუდენტური ჯგუფი – თავისუფალი აუდიტორია, თსუ-ს X კორპუსი;
12:00 – თავისუფლება რუსული რეჟიმის ტყვეებს! – გლდანის ციხე;
12:00 – მსვლელობა ბანკებთან – შენი ვალია ვალი არ მქონდეს! – მარჯანიშვილის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე;
13:00 – IT/TECH პროტესტი – მარჯანიშვილის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე;
13:00 – გაფიცვა
17:00 – ადვოკატების მსვლელობა – იუსტიციის უმაღლესი საბჭო (ბოჭორმის 12);
18:00 – საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები ევროპული მომავლისთვის – მარჯანიშვილის მეტროდან საქართველოს პარლამენტამდე;
18:00 – ვეგანთა მარში თავისუფლებისთვის – პირველი რესპუბლიკის მოედანი;
18:00 – მოგზაურთა მარში – ევროპის მოედანი;
19:00 – ადრეული განათლების მარში – რუსთაველის მეტროდან საქართველოს პარლამენტამდე;
19:00 – ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს! – კონკა;
20:00 – აუტიზმის კოალიციის მსვლელობა – ევროპის მოედანი.
დღის ბოლოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. აქციის მოთხოვნაა ახალი – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.