მივესალმები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესებას, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის”- – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე და აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მაღალჩინოსნების დასანქცირებას ეხმიანება.
“იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს.”