პრემიერ- მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი აქტუალობას 29 დეკემბრიდან დაკარგავს, ამიტომ მის აქტივობებზე განსაკუთრებულ ყურადღებას არ ამახვილებს.
„სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო. პრეზიდენტის თანამდებობაზე მას ორი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი. 29 დეკემბრიდან მთლიანად დაკარგავს აქტუალობას. შესაბამისად, მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება.
სალომე ზურაბიშვილი არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ ელევა საკუთარ სკამს. ასე ადამიანი სკამს ეჭიდებოდეს, პირველად ვნახე. ასეთი ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი სკამის მიმართ, როგორც სალომე ზურაბიშვილს აქვს, პირველად ვნახე. ვერ ელევა საკუთარ თანამდებობას და შესაბამისად, აქვს მძიმე ემოციური მდგომარეობა, კადრულობს ყველაფერ უკადრებელს. დანარჩენი საინტერესო აღარაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიაწოდა ინფორმაცია.