ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ბოლო რამდენიმე დღეში ირანმა 800-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 1400-ზე მეტი დრონი გაუშვა. უკრაინას ადამიანების სიცოცხლის დაცვისა და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით წვლილის შეტანა შეუძლია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაზვერვო სააგენტოებთან, თავდაცვის მინისტრთან, ჩვენს სამხედრო სარდლობასთან და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ერთად, დავავალე, რომ წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნების დახმარების ვარიანტები და უზრუნველყონ დახმარება ისე, რომ ჩვენი თავდაცვა არ დასუსტდეს“, – წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინელი ექსპერტები ადგილზე იმუშავებენ და შესაბამისი ჯგუფები ამ ძალისხმევის კოორდინაციას უკვე ახდენენ.

„ჩვენ პარტნიორებთან კოორდინაციას გავაგრძელებთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

იტვირთბა....