ლიბიის პორტის ოფიციალური პირების განცხადებით, ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიასა და მალტას შორის, თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდი რუსული ტანკერი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსული ტანკერი The Arctic Metagaz-ი მას შემდეგ ჩაიძირა, რაც მასზე ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის განცხადებით, ტანკერზე თავდასხმა უკრაინული დრონებით განხორციელდა, რომლებიც ლიბიის სანაპიროდან გაუშვეს. ხოლო ლიბიის პორტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ Arctic Metagaz-ის ბორტზე 30 რუსი იმყოფებოდა, ხოლო მალტის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაირონ კამილერიმ განაცხადა, რომ მალტის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, ყველა მათგანი უსაფრთხოდაა.
ტანკერი აფეთქებებამდე დაახლოებით 62 000 მეტრულ ტონა თხევადი ბუნებრივი აირით იყო დატვირთული და ის ლიბიის სირტეს პორტიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 130 საზღვაო მილში (240 კმ) ჩაიძირა.

