ირაკლი კობახიძის მუქარა ბიზნესის მიმართ, რომ “შეიძლება, მხოლოდ მათ მიუბრუნდეთ უკან ქვეყნის არევის ხელშეწყობა”, შპს ტოიოტა ცენტრი თბილისის დამფუძნებელი და დირექტორი, ირაკლი გურჩიანი ეხმაურება.
“ირაკლი კობახიძე ვის რას დაემუქრება, ეს აბსოლუტურად არავის აღარ ადარდებს. ძალიან კარგია, ბიზნესი რომ იგივე აზრზეა, რაზეც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი …
ქართველი ერი ერთმანეთს ჭამდა, მაგრამ როცა ერთი საერთო მტერი გამოჩნდებოდა ხოლმე, საქართველოს კარიბჭეებთან იმპერიები დახეთქებულა …
რუსეთი, ბელარუსი გველის, მეტი არაფერი – მაგრამ, ეგ თემა არ გამოვა”. – თქვა შპს ტოიოტა ცენტრი თბილისის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ირაკლი გურჩიანმა TV პირველთან საუბარში.
შეგახსენებთ,რომ ტოიოტა ცენტრი თბილისი” იმ 800-ზე მეტ ბიზნესს შორისაა, რომლებიც ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, ახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.