აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“საარჩევნო უბანზე პირადად ვნახე ძალადობა, ვურეკავდი შს მინისტრს, ვერსად დავუკავშირდი” – სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს მიმართავს

რეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში ტქვა, რომ საარჩევნო უბნების დიდი ნაწილზე ძალადობა და დაშინება მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით, უბნებზე ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო.

“არჩევნების მიმდინარეობისას, მე პირადად ვნახე ძალადობა, რომელიც ხდებოდა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე. შს მინისტრს დავურეკე და ვერ დავუკავშირდი, ვერც მობილურ ტელეფონზე, ვერც სამთავრობო ქსელზე, ვერც მის მოადგილეებს, ვერანაირად.

არჩევნებამდე ასევე იყო დაშინება, ადმინისტრაციული რესუსრის გამოყენება, პროპაგანდა რუსული სტილით, რაც გამოიხატებოდა იმ პალაკატებით, რაც იხილეთ, სადაც გამოსახული იყო დანგრეული ეკლესია, მეორე მხარეს აყვავებული საქართველო, ამან შოკში ჩააგდო საზოგადოება, ამ პლაკატებს რუსული კვალი ეტყობოდა”, – თქვა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

იტვირთბა....