საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ჩავიდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპარლამენტში სიტყვით წარდგება.
“პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა,” – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.