ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას”

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და მას ტყუილში ამხელს. თვითაღიარებულმა პრემიერ-მინისტრმა დღეს 5 ქვეყანას მადლობა გადაუხადა, რომლებმაც, მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიცია დაიცვეს. კობახიძის ჩამონათვალში მოხვდა რუმინეთიც.

“საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ კიდევ ერთხელ გამოხატა ძალადობის ნებისმიერ ფორმაზე კატეგორიული დაგმობის პოზიცია, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა. ამასთან, იტალიამ
მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას.

ჩვენი ქვეყანა ასევე შეუერთდა კონსენსუსს დიპლომატიური ვიზების გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების წინადადებაზე, რომელიც დამტკიცდა.

იტალიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროკავშირი უნდა დარჩეს ქართველი ხალხის გვერდით და გამოხატა სურვილი, გადაიხედოს თბილისისა და ევროპული კურსის ფაქტობრივი შეჩერებისკენ მიმართული ბოლო გადაწყვეტილებები”, – წერია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იტვირთბა....