ზუგდიდში, საინფორმაციოს მსვლელობის გამო, 13 პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს. რეჟიმის პოლიცია მათ 125-ე მუხლის მეექვსე ნაწილს ედავება, რაც მოძრაობის შეფერხებას გულისხმობს.
2 დღის წინ, ზუგდიდის ქუჩებში დემონსტრანტებმა მანქანებით საინფორმაციო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მეგაფონებით მოქალაქეებს პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდებდნენ.
ძლიერი წვიმის მიუხედავად ზუგდიდში საპროტესტო აქციები უკვე 20 დღეა გრძელდება.