„ჩვენი ორგანიზაცია რეგულარულად აქვეყნებს სხვადასხვა კვლევის შედეგებს. ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის საგანი მერიის სამივლინებო ხარჯები იყო . 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით სამივლინებო ხარჯმა 49 151 ლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ ამ თანხიდან 23 000 ლარზე მეტი 3 ადამიანის მივლინება დაჯდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ( ნინო ხატისკაცი, ნანა ადეიშვილი, ანა არდელინი ) ვიზის 40 ლარიც ბიუჯეტიდან არის გადახდილი. ირაკლი ჭინჭარაულის და რევაზ კოტრიკაძის ვიზიტი პარიზში, ბიუჯეტს 6000 ლარი დაუჯდა. საინტერესოა , რომ თუ სხვა თანამშრომლები ძირითადად გერმანიაში,საფრანგეთში, ჩეხეთში, შვედეთში და აშშ -ში დადიან, მერი ნარმანია ბრატისლავას სტუმრობდა.
თბილისს უამრავი პრობლემაა აქვს, მაგრამ გულუხვად ვაფინანსებთ ქალბატონი ხატისკაცის, სასტუმორს, ბილეთის, ყოველდღიურ და ვიზის ხარჯსაც კი. რამდენად შედეგიანი და თბილისისთვის სიკეთის მომტანი იყო ეს დანახარჯი, საზოგადოებამ შეაფასოს. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტიდან ამ თანხების ხარჯვა უფრო კონკრეტული ადამიანების პირად ვოიაჟებს ემსახურება და არა რაიმე მნიშვნელოვანს , რომელიც თბილისელებს სჭირდებათ. ყველას კარგად ახსოვ „მედიატორმა’ საკრებულოს დეპუტატების მივლინებებიც გამოვაქვეყნეთ , რომელიც მათ მიერ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების თამაშებზე დასწრებას ეხებოდა და მათი სიამოვნებაც მაშინ დაახლოებით 25 000 ლარი დაგვიჯდა”. – განაცხადა „მედიატორის“ დამფუძნებელმა ლევან ხაბეიშვილმა “პირველ რადიოსთან” საუბრისას.