ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თუ პუტინი საზღვარს გადალახავს ნატოსთან ექნება საქმე

ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა ესტონური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს სამხედრო ძალების განლაგება აუცილებელია.

“თუ პუტინი საზღვრის იქით გაიხედება, მიხვდება რომ იქ ნატო-ა და არა რომელიმე ქვეყანა, ხოლო საზღვარზე თუ გადავა ნატო-სთან ექნება საქმე“.- განაცხადა ბრიდლავმა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის ქმედებებს უნდა აკვირდებოდეს, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არმიაში ინვესტირებასა და სამხედრო პოტენციალის გაზრდას განაგრძობს.

იტვირთბა....