სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“შემაშფოთებელია ის მეთოდები, რომელსაც სამართალდამცველები იყენებენ მოქალაქეების დაკავების დროს. საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემისა და არაადამიანურ მოპყრობაზე, მათი მითითების მიღმა აღნიშნული მეთოდები ცხადად ჩანს მედიის მიერ გავრცელებულ კადრებშიც” — ამბობს ლევან იოსელიანი.