ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის აღიარებით იმუქრება

თუ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდება და უფრო ფართო სახეს მიიღებს, სომხეთი  მთიანი ყარაბაღის დამოუკიდელობას აღიარებს –  ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა განაცხადა.

სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა ეუთო-ს ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა. რომლის მიზანიც მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კრიზისის მოგვარების გზებზე მსჯელობა იყო.

„სამწუხაროდ, სომხეთის მხრიდან არაერთმა მიმართვამ, რომ აზერბაიჯანი ადრე თუ გვიან საკუთარი ანტისომხური რიტორიკის მძევალი გახდება და რომ იგი ახალ სამხედრო ავანტიურას გამართავს, არ გამოიწვია სასურველი შედეგი”, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა.

იტვირთბა....