ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დოდი ხარხელის სახლის ჩხრეკა დასრულდა – რას ამბობს აქტივისტი?

დოდი ხარხელის სახლში ჩხრეკა დასრულდა. შსს-მ ბინიდან დალუქული მასალები გამოიტანა, თუმცა უცნობია კონკრეტულად რა მასალებზეა საუბარი. დოდი ხარხელი ადვოკატთან ერთად სახლში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით შსს დოდი ხარხელის სახლში მაშინ შევიდა, როდესაც ადგილზე მხოლოდ აქტივისტის არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა. თავად ხარხელი კი უმცროსი შვილის საბავშვო ბაღში დატოვების შემდეგ აიყვანეს.

“ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სწორედ ამ საქმის ფარგლებში მოხდება მისი გამოკითხვა. დაკავებული არ არის”, – განაცხადეს შსს-ში.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზეა საუბარი, თუმცა არსებული ცნობით, საუბარი შესაძლოა იყოს მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეზე.

იტვირთბა....