აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

არსებული ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი, რომელსაც თვალში სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.

ამასთან, როგორც „მეტრონომს“ კლინიკაში განუცხადეს, ყველა დაშავებულის ჯანმრთელობის,მათ შორის 22 წლის ბიჭის მდგომარეობის შესახებ კომენტარი 14:30 საათზე გაკეთდება.

22 წლის ბიჭთან დაკავშირებით ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა:

„22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს! კომაშია! გუშინ, სპეცრაზმელებმა თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა. მთელი ღამე ოპერაციას უკეთებდნენ. ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ! ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!“ – წერს ჟორჟოლიანი.

იტვირთბა....