ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: “სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. მათ ურიგებენ ამფეტამინებს რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება”

“დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საზოგადოებრივ რადიო France Inter-თან.

მისივე თქმით, სპეცდანიშნულების თანამშრომლებს ურიგდებათ ამფეტამინი ან რაიმე სხვა სახის ნივთიერება, რომელიც განაპირობებს მათ გამძლეობას.

“მათ ურიგებენ ამფეტამინებს თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება. ჩვენი ახალგაზრდებიც ძალიან გამძლეები არიან და უნდა იყვნენ, რათა გაუძლონ ბრუტალურობის ამ ხარისხს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....