“მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით” – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა განაცხადა.
“დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა” – აცხადებს ის.