ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სრული პროპაგანდა… ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო” – პრეზიდენტი უკრაინიდან „ქართული ლეგიონის“ დაბრუნების და აქციებში მონაწილეობის გეგმაზე

“სრული პროპაგანდა… ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო” – ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინიდან „ქართული ლეგიონის“ დაბრუნების და აქციებში მონაწილეობის გეგმაზე გაკეთებულ განცხადებებს.

“ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური უარყოფა ყალბი ინფორმაციის შესახებ, თითქოს უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ჩამოვიდოდნენ და საპროტესტო აქციებს შეუერთდებოდნენ. სრული პროპაგანდა. ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო“ – წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

იტვირთბა....