საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი განცხადებით, საპროტესტო აქციებზე სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ დაკავებული 156 ადამიანი მოინახულა.
ომბუდსმენის თქმით, მონახულებული პირებიდან 124 აცხადებს, რომ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობასა და არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
“156 ადამიანი მოვინახულეთ, აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა ,არადამიანური მოპყრობა, რაც არის თითქმის 80%, ძალიან შემაშფოთებელი ციფრია. თუ დავაკვრიოდებით დინამიკას, მათ შორის წინა მანიფესტაციებს. მოქალაქეები პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ.
ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის აქტები, ჩვენ ვნახეთ მოქალაქეების მიმართ უპრეცედენტო თავდასხმა და ძალადობა, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს და ამაზე საკმაოდ მკაცრი განცხადებები გავაკეთე იმავე დღეს და მოვუწოდე ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი პოლიციას, რომ თავი შეიკავოს ასეთი ქმედებებისგან” – ამბობს ლევან იოსელიანი.