ახალი ამბები მთავარი

“მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია” – საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე კობახიძეს მიმართავს

“მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი”, – წერს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, [2015-18 წლებში] მიხეილ [პაპუნა] ჯანელიძე და კობახიძეს მიმართავს

კობახიძემ დღეს თქვა, რომ ნებისმიერ “გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო” ოცნების ნათქვამი დისკუსიას სთავაზობს.

იტვირთბა....