ახალი ამბები მთავარი

“სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სირცხვილია, როცა თანამშრომლებთან შეხვედრის მიზეზით, ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ფარულად შედის.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება.

ამასთან, როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კიდევ ერთ პოსტში წერს, ხელისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ თანამშრომელთა გათავისუფლებას გეგმავს, ვინც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების წინააღმდეგ საკუთარი აზრი დააფიქსირა.

იტვირთბა....