ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიპარა. “ქართული ოცნების” ლიდერი სახელმწიფო უწყებაში უკანა კარიდან შეიყვანეს. კობახიძე ამ წუთებში თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ მინისტრად დამტკიცებულ მაკა ბოჭორიშვილს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ხვდება. ცნობილია, რომ უწყების თანამშრომლების ნაწილმა კობახიძესთან შეხვედრაზე უარი თქვა.
უწყებასთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. შენობის ყველა შესასვლელს შინაგან საქმეთა სამინისტროოს დანაყოფები აკონტროლებენ. ლეონიძის ქუჩაზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნებიც.
უწყებასთან იმყოფებიან აქციის მონაწილეებიც, რომლებიც აქ პრემიერს დილიდან ელოდებოდნენ, რათა მისთვის კითხვები დაესვათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.
“ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფქტი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ ხდვებიან. ის ხდვება თავის დანიშნულ, ასევე თვითმარქვია მინისტრს. ამით შემოიფარგლება ეს შეხვედრა ესენი არიან მშიშარა რუსული რეჟიმი, რომელსაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს შვილებს ქუჩაში დილით ადრე გაუსწორდეს”, – ამბობს ბუკა პეტრიაშვილი.