ახალი ამბები მთავარი

შინდისის გმირის შვილმა “ქართული ოცნების” პოლიტიკის პროტესტის ნიშნად საკლასო ოთახი დატოვა

“პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ შინდისის გმირის ემზარ წილოსანის შვილმა, მარიამ წილოსანმა გაკვეთილი პროტესტის ნიშნად დატოვა.

შემთხვევა ლანჩხუთის მე-2 სკოლაში მოხდა, რა დროსაც ხელოვნების მასწავლებელი ევროინტეგრაციის მსურველ სკოლის მოსწავლეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

როგორც მარიამ წილოსანმა “პირველებთან” სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, “ქართული ოცნების” ანტიევროპული პოლიტიკის მცველ პედაგოგთან კამათის შემდეგ, მან და მისმა თანაკლასელებმა საკლასო ოთახი დატოვეს.

“შენ თუ მოგწონს თბილისში ბავშვები რომ დგანან და ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რაც არ შეეფერებათო, მაგაზე ვუთხარი, რომ ეგ ბავშვები არასწორს არაფერს აკეთებენ-მეთქი, პირიქით მომწონს ეგ საქციელი, რასაც აკეთებენ-მეთქი. მაგათ გვერდით ვდგავარ მე. ვკითხე, თუ იცით ბავშვებს როგორ ექცევიან და რას აკეთებენ, ადამიანი სიკვდილამდე მიჰყავთ.

მარტო ერთი ადამიანი რომ სცემეს ჟურნალისტი, მარტო ეგო? მეთქი, მარტო ეგ არა, ძალიან ბევრი მიიყვანეს სიკვდილამდე, სცემენ, ურტყამენ და საკუთარ მოვალეობას არ ასრულებენ პოლიციელები. ამის გაგების შემდეგ, მასწავლებელმა აწია ხელები, შენთან არაფერს გავაგრძელებ, საუბარი იგულისხმა ალბათ. ვუთხარი, არ გააგრძელებთ და ავდგები, გავალ გაკვეთილიდან-მეთქი. გადიო. ავდექით ყველა და გავედით გაკვეთილიდან”, – ამბობს მარიამ წილოსანი.

იტვირთბა....