ის ქართველი დიპლომატები, რომლებმაც ხელი მოაწერეს პროევროპულ განცხადებას, არ შედიან პრემიერად წოდებულთან შეხვედრაზე – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურა ბატიაშვილი წერს.
“ბოლო ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროდან:
– ის ქართველი დიპლომატები, რომლებმაც ხელი მოაწერეს პროევროპულ განცხადებას, არ შედიან პრემიერად წოდებულთან შეხვედრაზე;
– ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათ არ აძლევენ ამ შეხვედრაზე აზრის გამოთქმის საშუალებას.
გააზიარეთ ეს ინფორმაცია და მხარი დაუჭირეთ ქართველ პატრიოტ დიპლომატებს!”