მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ცოტა ხნის წინ ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. გამოვხატე მოლდოვას სოლიდარობა ქართველ ხალხის მიმართ და ჩემი პირადი აღფრთოვანება დემოკრატიისა და ევროპული გზის დასაცავად მათი გამბედაობის გამო“, – წერს მოლდოვას პრეზიდენტი.