“ამას ველოდებოდი, მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, გადაადგილებები იგეგმება, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა” – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მერიის თანამშრომელთა ნაწილის განცხადებას.
“ეს ჩემთვის გასაგებია. ჩვენ გასულ კვირას, მერიაში რეორგანიზაცია გამოვაცხადეთ. კარგია, ეს თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ამ გზას ირჩევენ, მათი გადასაწყვეტია. მე ამას ველოდებოდი, რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, გადაადგილებები იგეგმება. არაფერი, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა“ – აღნიშნა კალაძემ.