ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს – კობახიძე

დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს – ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე და დაამატა, რომ ვრცელდება სიცრუე, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.

“არათუ ევროინტეგრაციის პროცესს არ ვაჩერებთ, არამედ კიდევ უფრო ვააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. ამ ფონზე, სამარცხვინო და შემაშფოთებელია, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ენჯეოების თუ მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ევროკავშირის ელჩიც ჩაერთო“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.

იტვირთბა....