ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის ისეთი დროებითი მოვლენაა, როგორც სალომე ზურაბიშვილი” – პრემიერი აშშ-ს მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებაზე

“ეს არის ისეთი დროებითი მოვლენაა, როგორც სალომე ზურაბიშვილი” – ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებას.

“თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინასთან მიმართებით და ახლა უკვე საქართველოსთან მიმართებაში. ამას ვერ ექნება პრინციპული მნიშვნელობა, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ახალ ადმინისტრაციასთან ყველაფერზე ვისაუბრებთ. ეს არის ისეთი დროებითი მოვლენაა, როგორც სალომე ზურაბიშვილი“ – აღნიშნა პრემიერმა.

იტვირთბა....