ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივანიშვილს დათმობაზე წასვლას მხოლოდ ქართველი ხალხი აიძულებს, მას სხვა მუხრუჭი არ აქვს – გიორგი ბაჩიაშვილი

ივანიშვილს დათმობაზე წასვლას მხოლოდ ქართველი ხალხი აიძულებს, მას სხვა მუხრუჭი არ აქვს – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს.

“სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ბოლო რამდენიმე წელია იზოლაციაშია, საკუთარ ხალხთან არის იზოლაციაში. არ უნდათ რეალობის დანახვა ხალხის პრობლემები რა არის და რა უნდა საქართველოს მოსახლეობას, იმ დონეზე, რომ შექმნეს ეს პარალელური რეალობა. „იმედზე“ ახლაც რომ გადართოთ, ნახავთ, როგორ კარგად მიდის ყველაფერი და როგორ ყვავის ქვეყანა და არანაირი მოკლევადიანი ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც შეიძლება, რუსეთიდან თავის ომს გამოქცეული ლტოლვილებით, მაგით დროებით გაზრდილ ეკონომიკას გვახვევენ თავზე, როგორც ქვეყნის აყვავებას. ერთადერთი, ივანიშვილს დათმობას აიძულებს ხალხი. ივანიშვილი მივა იქამდე, სადამდეც მიუშვებს ხალხი, იმიტომ, რომ მეტი მას თავისი შინაგანი მუხრუჭი არ აქვს – ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.

იტვირთბა....